პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 1 კვირაში უნდა შეიწყალონ, შესაბამისად პრეზიდენტი შეწყალების აქტს დღეს ან ხვალ გამოსცემს.
“პრეზიდენტმა პირველად მსგავსი ქმედება განახორციელა, როცა გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და ეს მისი მხრიდან მეორე ნაბიჯია, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო დაწიოს. ეს მოწოდება, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული ქვეყნების მხრიდან იქნა მიღებული. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, რომ ეს ნამდვილად შეუწყობს იმ პროცესს ხელს, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს და ერთიანი მიზნისთვის ბრძოლა ყველა პარტიამ ერთად გააგრძელოს. როდის მოხდება, მე ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მახსოვს, რომ ერთი კვირა წერია შეთანხმებაში, ამიტომ უნდა ველოდოთ რომ ძალიან მალე, დღესვე ან ხვალ, 7 დღე როცა გადის უკვე იქნება შეწყალების აქტი”,-თქვა კახა კუჭავამ.