ჩემს გუნდში და გარშემო ინდივიდი არ შემხვედრია, ვინც სანქციებით დამწუხრებულია. მეც დასანქცირებული ვარ […] ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს? პარიზი მაქვს სანახავი, ვაშინგტონი თუ რა აზრი აქვს სანქციას? როგორც მივდიოდი სვანეთში, ისე წავალ და ჩამოვალ. ეს ყველაფერი უკვე სასაცილო ხდება.
მე და ჩემს თანამებრძოლებს გვასანქცირებენ იმიტომ, რომ ვართ ე.წ. Enablers (ხელშემწყობები). რატომ გვასანქცირებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ ვღალატობთ, ამიტომ გვასანქცირებენ – რომ დამხმარეები ვართ, მისი კურსის გატარებას ვეხმარებით. ვინც დაგვასანქცირეს, ამისთვის რომ გვეღალატა და განვმდგარიყავით, მაშინ ჩვენ ღმერთის რანგში აგვიყვანდნენ, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მწამს, ასე რომ მოვიქცე, მიწა არ მიმიღებს […]
გვერდზე გადგომას არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ […] რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. შეიძლება, საერთოდ არ ვყოფილიყავით – ან ჩვენგან რაღაც ნარჩენები იქნებოდა დარჩენილი.