ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, რომ არა დარღვევები და მანიპულაციები ქართული ოცნების მხრიდან, მათი შედეგი 40%-ის ფარგლებში იქნებოდა.
“ზუსტი კალკულაციის გაკეთება არა, მაგრამ მასშტაბზე დასაბუთებული ვარაუდის გამოთქმა შესაძლებელია; ჩვენი ანალიზით, ეს ეფექტი სადღაც 10%-ის ფარგლებშია.
ანუ ივანიშვილის პარტიას სადღაც 40%-ის ფარგლებში შედეგის დაფიქსირება მოუწევდა, რომ არა ზემოთხსენებული მანიპულაციები. ერთხელაც ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი უაღრესად პრობლემური წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, სადაც ძალადობა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალური დოზით, პოლიტიკური დევნა და ოპოზიციის დემონიზება იყო გამოყენებული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 40%-იც ძალიან ბევრია, ივანიშვილის კატასტროფული მმართველობის ფონზე. ოპოზიციას მთლიანად და ჩემს გუნდს, ევროპულ საქართველოს, დაფიქრება და ანალიზი გვჭირდება.
მაგრამ ახლა, მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტის დროა”,– წერს ბოკერია ფეისბუქზე.