რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში გაჩაღებული იქნებოდა მშენებლობა – ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ “რომ არა ქართული ოცნება” დღეს ანაკლიაში ათასობით დასაქმებული ადამიანი იქნებოდა.

“რომ არა „ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული ადამიანი და ქვეყანაში შემოვიდოდა უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ინვესტიცია ჯერ არ გვქონია”,– ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” რუსეთის ინტერესებით მოქმედებს, რის გამოც მათ ტამანის პორტს ხელ–ფეხი გაუხსნეს.

„ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტამანის ახალი პორტის მშენებლობას. ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს უაპელაციოდ დებს ბრალს და ადანაშაულებს, მე არ მაქვს დოკუმენტური დადასტურება, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება” მოქმედებს რუსეთის ინტერესებით და მათ სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია და დასუსტება, დასავლელი ინვესტორების განდევნა და გეოსტრატეგიული პროექტების შეჩერება,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.