პირველ რიგში, ლიეტუვის პოზიციის შესახებ: ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. მეორე – ლიეტუვამ უკვე მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. იმისთვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, რომ გავიგოთ, თუ რა გზაზე დგას საქართველო, უნდა გვქონდეს ნათელი პასუხები იმაზე, რა მოხდა, ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან, ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სინამდვილეში არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. თუ მათ სურთ, რომ ჩვენ გავიგოთ რეალურად, რა მოხდა, თავის მოჩვენება, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე დგას, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე, მათ შორსის სანქციების დაწესების კუთხით, ევროკავშირში კონსესუსის მიღწევა მარტივი არ იქნება. მეორეს მხრივ, საკითხი უნდა დაისვას. გვექნება კონსტრუქციული დებატები
თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.