„დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძემ კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვა.
„საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში, მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე ებრძვის სიღარიბეს და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ, პენსიონრები უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირიანი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის. ყველაფერ ამაში დამნაშავეა დამასხვრეული ოცნებების პარტია. დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. მე მინდა, კითხვა დავუსვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვცხოვრობთ ჩვენ უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ?! რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში?! უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია, 45 ათასით შემცირდა ბოლო 4 წლის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამას ვამბობ კორონავირუსამდე პერიოდამდე. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.