რომელმა პარტიებმა მიმართეს და არ მიმართეს ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 9 პარტიას შორის არიან ის პარტიებიც რომლებიც ამჟამად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. ბარიერი ჯამში  14-მა პარტიამ გადალახა და რომელთაგან 9 პარტიამ ცესკოს  წერილობით უკვე მიმართა.

პარტიები რომლებმაც ცესკოს მიმართეს : 

ქართული ოცნება;

ნაციონალური მოძრაობა და მასთან ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);

ევროპული საქართველო;

სტრატეგია აღმაშენებელი;

კანონი და სამართალი.

დაფინანსებაზე უარს ამბობენ პარტიები :

გირჩი

ლეიბორისტული პარტია

ლელო

მოქალაქეები

პატრიოტთა ალიანსი