რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის რეგიონში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ათი ადამიანი ემსხვერპლა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს განცხადებით, მგზავრებს შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აზუსტებენ, ბიზნეს თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა და სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Embraer-ის მიერ წარმოებული ბიზნეს თვითმფრინავია. სააგენტოს ცნობით, მგზავრებს შორის არის ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი. იმყოფებოდა თუ არა ის ბორტზე რეალურად, ჯერჯერობით უცნობია.
პირველ რიგში, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფის შესახებ. ბაზა და Mash-მა, კერძოდ, დაწერეს, რომ ეს არის Embryer-ის ბიზნეს ჯეტი.
ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავარაუდოდ ეკუთვნოდა Wagner ის დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს.
ევგენი პრიგოჟინი რეალურად ფლობს Embraer Legacy 600 თვითმფრინავს. პრიგოჟინის თვითმფრინავის ნომერია RA-02795. ფრენების რადარის სამსახურის ცნობით, ამ ნომრის თვითმფრინავი მოსკოვიდან 15:11 წუთზე აფრინდა და ტვერის რეგიონის თავზე დაახლოებით 8500 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა.
ტვერის ოლქის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფაზე პერსონალური კონტროლი რეგიონის გუბერნატორმა იგორ რუდენიამ აიღო.
დასავლური მედია არაერთხელ წერდა, რომ ვაგნერის მეთაურს ორეულები ჰყავდა – მოქალაქეები, რომლებიც ოფიციალურად იცვლიდნენ გვარს, სახელს და მამის სახელს და ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი ან დიმიტრი ვალერის ძე უტკინი ხდებოდნენ.
რამდენიმე ფსევდოპრიგოჟინი და ფსევდოუტკინი ბიზნესითაც იყვნენ დაკავებული. მედია ვარაუდობდა, რომ სწორედ ერთ–ერთი ასეთი ფსევდოპრიგოჟინი ჩაფრინდა ლიტვაში, როცა ნამდვილი პრიგოჟინი უკვე სანქციების ქვეშ იყო. მისი კიდევ ერთი ორეულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ის სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. რამდენი ორეული ყავდა სულ პრიგოჟინს, უცნობია.
ამბოხის მცდელობის შემდეგ ივლისის ბოლოს პრიგოჟინმა ბელორუსში წასვლის შესახებ განაცხადა, არადა პეტერბურგსა და მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა. დასავლური მედია პენტაგონის ვერსიაზე წერდა, რომლის მიხედვით პრიგოჟინი “ორეულებს“ საკუთარი გადაადგილების დასამალად იყენებდა.