„შევეცდები ძალიან მოკლედ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ „ქართული ოცნება” და ამას დავიწყებ 2012 წლიდან. ჩვენ, ქართული პოლიტიკური სპექტრი, მიჩვეული ვიყავით პოლიტიკოსების გაკულტებას და ზოგადად, პიროვნების წამოწევა ხდებოდა ხოლმე წინა პლანზე და ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა, ბიძინა ივანიშვილმა როდესაც გაიგო, რომ ხალხმა დაიწყო შეძახილი – „ბიძინა, ბიძინა“, გაგახსენდებთ სულ ყველას, ყველა გააჩერა და უთხრა, “ბიძინა არა, თქვით საქართველო“. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან სიმბოლური ჟესტი, რითაც გამოჩნდა ის, რომ დაფუძნდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მთავარი იყო სამშობლო და ასევე საქმის გაკეთება.
მეორე, თუ რატომ „ქართული ოცნება“, ეს არის, გაცემული დაპირებების შესრულების ქრონოლოგია და მე ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ბატონი ირაკლის თავდაცვის მინისტრობისას შემოიტანა დევიზი „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ და განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩვენი გმირი სამხედროებისთვის გაიხსნებოდა ჯარის ქალაქი და გუშინ უკვე 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ბინა”
განაცახადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.