ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ჩხუბის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ჩხუბში გარდაცვლილი არ მონაწილეობდა. როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, პოლიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც მანქანა მათ საცემად მივიდა, თუმცა “ვერაფერი გააგებინა” და ეკიპაჟი მაშინ მივიდა, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო.
„ავტოსტოპით წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და 15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ და რანაირად აზრზე არ ვარ, ვინები ჩხუბობდნენ. გიორგი არ მონაწილეობდა, გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო, ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა და გავაჩერეთ ტაქსი და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტა ის ორი მაინც წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტო სტოპზე დავდექით და მოვიდნენ ეს ორი ტიპი ვისთანაც ჩვენ არა , მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ.. ყველა როგორ იტყუება?
მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში არ ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს არ ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ ზოგადად მაგრამ მაშინ ზოგადად დროის გასაყვანად.. ღობეზე გადავხტი და იყო მიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი დავრეკე პოლიციაში.
პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით მეთქი, ხიდზე და სადააო. კაროჩე, როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ და მაგ დროს, როცა ჯერ ერთხელ დავრეკე 112-ში, მერე გადმომირეკეს, მერე ვუთხარი კიდე იგივე და მოკლედ, ანუ, ვერ გაიგეს ვერაფერი და ჩამოვდიოდი მაგ დროს, ანუ მანქანა წავიდა მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო, ჩავდიოდი რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა, მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, კაროჩე ესენი ცემეს, სხვა მანქანა იყო სავარაუდოდ, არ ვიცი და ეს მანქანა წავიდა, 2 ან 3 წუთში მოვიდა ეს მეორე მანქანა და ესენი ცემეს და რომ დავინახე, მანქანა მოვიდა, ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე, იქაც გადასახტომი არ იყო, მეორე სართულზე ვიყავი, ბალახები კი არა, ქვები იყო და მერე ვაფშე რომ აღარაფერი ხდებოდა და არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა, პირველი საათი და რაღაც წუთები იყო, ჩავედი, გადავედი პარალელურ მხარეს, ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და მერე ავედი ტყეში და იქაც დავურეკე რომ აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ მეთქი, იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და ეს იყო საპატრულო პოლიცია და მეთქი, ვსო, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ და წამიყვანეს თბილისში“ , – ამბობს ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში 22 ივნისს იპოვეს. ის 19 ივნისს დაიკარგა.