ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა პრემიერობიდან, თქვა, რომ მათი გუნდიდან არ წასულა, თუმცა იმავეს გიორგი გახარიაზე ვერ იტყვის.
“როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა გუნდიდან, ვთქვი, რომ ის არის ჩვენი გუნდის წევრი და არსად არ წასულა, იქნება ჩვენთან ერთად. როდესაც წავიდა გიორგი კვირიკაშვილი, მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. დღესაც არ და ვერ ვაკეთებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ არ ვიცი გიორგი გახარიას პოზიცია როგორი იქნება. კვირიკაშვილის შემთხვევაში ვიცოდი, რომ არ რჩებოდა გუნდში, ღარიბაშვილის შემთხევავაში ვიცოდი, რომ ის მართალია წავიდა პრემიერობიდან, მაგრამ იქნებოდა ჩვენი გუნდის უერთგულესი წევრი”, — განაცხადა სუბარმა.