ოკუპანტები უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“რუსები უკრაინელი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციაზე აქტიურად მუშაობენ. ეს მეხება არა მარტო მე, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეეცადნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის, კირილ ბუდანოვისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის ლიკვიდაციას. მტერმა უკრაინაში დავალების შემსრულებელიც კი გამოაგზავნა. აქტიურად იყენებდნენ თავიან აგენტურულ ქსელებს. იმიტაციაც კი გაითამაშეს. ფულიც კი გადაიხადეს. 100 ათასი დოლარი. ქილერი უკრაინაში მესამე ქვეყნიდან შემოვიდა. მსგავსი გეგმები რუსებს ერთი და ორი კი არა, ათობით აქვთ შემუშავებული.
ვიცით, რომ რუსებს ძალიან დიდი სია ჰქონდათ იმ ადამიანების რომელთა ლიკვიდაციაც სურდათ. ომის დაწყების დროს ამ ადამიანების განეიტრალება და ლიკვიდაცია ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.”- ამბობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ვასილი მალიუკი.