უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და მტერს დიდი ზარალს აყენებენ.
მათივე ცნობით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების გარკვეული ჯგუფების ალყაში მოქცევის შესაძლებლობის განხილვას მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ულტიმატუმების დასაყენებლად.
“ამავდროულად, რუსი ოკუპანტები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, არ წყვეტენ საარტილერიო ცეცხლს, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით ურბანული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას”,– აცხადებს გენშტაბი.