ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ.
„ერთი კვირაა ატარებენ შეხვედრებს და ევაკუაციის წვრთნებს. ტელეგრამის არხებზე აგზავნიან მესიჯებს, თუ როგორ მოიქცნენ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს. გუშინ, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მიმდებარე ერთ-ერთ სოფელში აქტივს აგროვებდნენ, რომელშიც შედიოდნენ პოლიციელები, მასწავლებლები, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, ისინი, რომლებიც რუსებთან თანამშრომლობენ და დეტალურად განიხილეს ევაკუაციის საკითხები“, – თქვა ფედოროვმა.