უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არისტოვიჩის თქმით, რუსი ოკუპანტები კვლავ ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას.
მისი თქმით, “პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 4-ჯერ ისროლეს”.
“ოპერატიული ინფორმაციით, ისინი კიდევ ცდილობენ პრეზიდენტის, სამხედრო ან პოლიტიკური ხელმძღვანელების მკვლელობას. თქვენი მონამორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. კიდევ ერთი — მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტის ოფისზე თავდასხმა მოლაპარაკებების ყველა გზის მოშლაა. მოლაპარაკებების არქონა კი სრულიად ცვლის სურათს”,- განაცხადა არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში.