რუსები ხარკოვში საცხოვრებელ უბნებს ბომბავენ, დაიღუპა ათობით ადამიანი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მასიურად ბომბავენ ხარკოვში საცხოვრებელ უბნებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულია ათობით მოქალაქე, ასობით კი დაიჭრა.

აღნიშნულ ინფორმაციას აზიარებს უკრანის გარეთიანებული ძალების გენშტაბი და წერს, რომ “ეს საშინელებმა მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს”.

„რუსი ოკუპანტები მასიურად ესვრიან ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს. ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილი უკრაინის მოქალაქეა. შეებრძოლეთ რუს ოკუპანტებს! სიკვდილი მტერს! უკრაინელების სიცოცხლეა მათ სისხლიან ხელებზე”,– აცხადებს გენშტაბი.