რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

“ბოლო დღეებში, კონფლიქტის ზოგიერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა, სავარაუდოდ, განხორციელდა მდინარე დნეპრის გასწვრივ, სამხრეთ უკრაინაში. ეს მოიცავს რუსული ძალების მხრიდან ქალაქ ხერსონის მუდმივ დაბომბვას არტილერიით”, – ნათქვამია განცხადებაში