უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს.
„მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.