რუსების მიერ გაშვებული 28 “შაჰიდის” დრონი და ორი რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 28 ჩამოაგდეს.

“ღამით მტერმა Shahed-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში 28 დრონი გაანადგურეს.

ამასთან, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 2 X-59 მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს მიმართულებით გაუშვეს. ორივე მათგანი ჩამოვაგდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.