უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსული პროპაგანდისთვის სასარგებლო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას. ამის შესახებ, სიირატომ, 25 ივლისს, იაპონიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“სპორტსმენები, რომლებიც მთელი ცხოვრება მძიმედ ვარჯიშობენ და საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ბოიკოტით აგებენ. ოლიმპიადა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, არამედ სპორტული და სპორტსმენებზე, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი სამშვიდობო მისია,” – განაცხადა მან.