“რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს” – ერმაკი

“რუსებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა  ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით,  პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” უკრაინის მიწაზე უდანაშაულო ბავშვებს იტაცებს და კლავს.

“რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. დაჯგუფება “ვაგნერის” ეს ქმედებები ნათელს ფენს რუსული არმიის დანაშაულებს უკრაინაში, ისინი ჩვენს შვილებს იპარავენ და კლავენ. კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულია ჩადენილი? ერთი აღიარება საკმარისი არ არის.

მონსტრებისა და მკვლელების ნაცია, მსოფლიოს ბიოლოგიური ნაგავი. მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავს, მას სასტიკი და სამართლიანი სასჯელიც უნდა მოჰყვეს. სასჯელი კი აუცილებლად იქნება. ჩვენ ყველა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შევიტყობთ და ვიპოვით თითოეულს, ვინც ეს ჩაიდინა.

რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები დავიბრუნოთ. მსოფლიომ რუსეთის სახე უნდა ნახოს, არ უნდა შეეშინდეს მისი და მას სასტიკად უნდა გაუსწორდეს”, –წერს ერმაკი.