რუსებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა  დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ადასტურებს.  კირილენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა წყალმომარაგების ობიექტი.

“ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ჩამტვრეულია შენობების მინები”, – თქვა კირილენკომ.