კრივოი როგის ღამის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, შუაღამის შემდეგ კრივოი როგზე სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა: რაკეტები სამრეწველო საწარმოს მოხვდა.
“საწარმოს თანამშრომელი გარდაიცვალა, მისი ცხედარი “გამოიყვანეს დანგრეული საამქროს ნანგრევებიდან”, – წერს რეზნიჩენკო.
დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.