რუსებმა მიკოლაევის ოლქში საავადმყოფო დაბომბეს

რუსებმა მიკოლაევის ოლქში, ოჩაკოვაში საავადმყოფო დაბომბეს – ინფორმაციას, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

ჩამტვრეულია საავადმყოფოს ფანჯრები და კარი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.