ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სკადოვსკის მერი, ალექსნადრ იაკოვლიევი. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, ისაუბრა რუსებთან, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს და ასევე დაჰპირდნენ, რომ გაათავისუფლებენ სხვა დატყვევებულებსაც.
ის მოუწოდებს სკადოვსკის მცხოვრებლებს, მშვიდად იყვნენ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი.