რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა სუმის ოლქში, გლუხოვოში მდებარე უძველეს ებრაულ სასაფლაოზე. ამის შესახებ უკრაინის ებრაული თემის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო შეტევა 8 მაისს, ხსოვნისა და შერიგების დღეს განხორციელდა.
სუმის ოლქის დაბომბვისას რუსულმა არმიამ მინიმუმ ერთი რაკეტა გაისროლა გლუხოვოში მდებარე ებრაული სასაფლაოს მიმართულებით.
როგორც ებრაული თემი აღნიშნავს, სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა საფლავის ქვები, რომლებიც 19–ე საუკუნით არის დათარიღებული. დაზიანების მაშტაბებს ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება ადგენს.
ებრაული სასაფლაოს დაბომბვის ფაქტი დაადასტურა სუმის ოლქის სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ჟივიცკიმ. მისი თქმით, რუსები ფაშისტები არიან და მათთან შერიგება შეუძლებელია, “მხოლოდ სრული გამარჯვება ფაშიზმზე“– ამბობს ის.