უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა დიდი დანაკარგები განიცადეს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობისას დონეცის ოლქში.
“მტერი კარგავს პირად შემადგენლობას, მაგრამ ჯიუტად განაგრძობს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას. სამხედრო მოქმედებები გრძელდება“–ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
ბახმუტის მიმართულებით რუსებმა უკრაინული ძალების პოზიციები დაბომბეს ბერესტოვოის, ბელოშოროვკის, ნოვო კამენკის, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესიოლი დალინის, ზაიცევოს, მაისკის და ნიუ იორკის სიახლოვეს.
სლავიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაბომბეს დიდი კამიშევახის, გრუშუვახის, კრასნოპოლიის, ვერნოპოლიის, დოლინის, კრასნაია პოლიანას,კარნაუხოვკის და დიბროვნოის რაიონები.
კრემატორსკის მიმართულებით კი საარტილერიო ცეცხლით რუსებმა შეტევა მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე: კრივაია ლუკა, სევერსკი, გრიგორიევკა, ვერხნეკამენსკოე, ივანო–დარევკა და სპორნოე.