რუსეთის რაკეტების მარაგები, განსაკუთრებით მაღალი სიზუსტის რაკეტებისა სწრაფად იწურება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართვლოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
“ჩვენი გათვლებით, მათ ომამდე არსებული მარაგების 45%–ზე მეტი აღარ დარჩათ. განსაკუთრებით რთული სიტუაცია აქვთ “ისკანდერებთან“ დაკავშირებით – დარჩენილი აქვთ მხოლოდ 20% იმისა, რაც ომამდე ქონდათ, შესაძლოა უფრო ნაკლებიც“–თქვა მან
სკიბიცკი დასძენს, რომ რუსეთს რთული სიტუაცი აქვს “კალიბრებთან“ დაკავშირებითაც – იწურება X-22 და С-300–ის მარაგები.
“მაღალი სიზუსტი იარაღი მათ უკვე ზღვარზე აქვთ. ყველა ნორმატიული დოკუმენტით მათ რეზერვის 30% უნდა ქონდეთ, არადა ზოგიერთი სახეობის რაკეტების რეზერვი თითქმის აღარ აქვთ. მაგალითად, იგივე ისკანდერები“– ამბობს უკრაინული დაზვერვის წარმომადგენელი. ამიტომაც, სადაც მანძილი საშუალებას აძლევს, რუსეთი აქტიურად იყენებს “ურაგანებს“ და “სმერჩებს“, რომლებიც 100 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებენ.
ასევე ცოტა აქვს დარჩენილი რუსეთს ზებგერითი რაკეტა “კინჯალი“– თვლიან უკრაინულ დაზვერვაში.
“ცოტა აქვთ, დაახლოებით 30–40 ცალი. ეს ის ნიმუშებია, რომლებიც შეიარაღებაში პირველად მიიღეს. მათი მასობრივი წარმოება არ მომხდარა. ეს ეფექტური იარაღია, და რუსებმა გამოიყენეს, თუმცა ეს უფრო ძალის დემონსტრირებისთვის გამოიყენება როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის“– ამბობს სკიბიცკი.