რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება – ირაკლი კობახიძე

რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება,წითელი ხაზები არსებობს – განაცხადა “ქართული ოცნების” თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რითიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით რუსეთი მზად არის თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს.

“იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს.და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება”. – თქვა მან.