“რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება? რუსეთთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს.რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია. სინამდვილეში, რუსეთმა წამოიწყო კლასიკური დაპყრობითი ომი შუა საუკუნეების სულისკვეთებით: აგრესორმა, გაუნათლებელმა, მაგრამ ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებულმა, გადაწყვიტა, ბევრად უფრო თანამედროვე და ნაკლებად შეიარაღებული ქვეყანის დაპყრობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების განადგურება”

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Telegram-ზე წერს. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახით შეთანხმება არ შეიძლება იყოს სანდო და მოსკოვის შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი.