“მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც სააკაშვილი აცხადებს ის უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მომხრეა. ამის შესახებ ინფორმაციას ” Deutsche Welle” ავრცელებს.
“მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობა, რომლის მიხედვითაც ეს მშვიდობა მიიღწევა. და ახლა ეს არც ისე ადვილია. ვფიქრობ, რომ ყველა მისი ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ ის იცავს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს “, – განაცხადა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებები გამართოს მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. უმაღლეს რადაში, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას, კენჭს 30 აპრილს უყრიან.