“ქართული ოცნების” აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ აქციაზე მშვიდობის მოთხოვნისთვის გადის, ხოლო მშვიდობა და წესრიგი მაშინ მოვა, როცა საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს.
“ჩვენი მოთხოვნაა მშვიდობა იყოს სულ, ჯერ-ჯერობით არ არის და ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას, რუსეთთან ურთიერთობა რომ აღდგება ყველაფერი დამშვიდდება და წესრიგში მოვა” – ამობობს აქციის მონაწილე.