რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,-  ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის  სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

  • „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერია ანგარიშში.