რუსეთი ამზადებს ასეთ თავდასხმას – ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქიმიურ იარაღზე

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, “ვერხოვნა რადას” დეპუტატი და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძე აცხადებს, რომ რუსეთი რეგულარულად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის უცხოური ლაბორატორიების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ასეთი თავდასხმისთვის ემზადება.

“ეს, რა თქმა უნდა, სრული ბოდვაა, მაგრამ ძალიან სახიფათო რამეს აჩვენებს – რუსეთი ამზადებს ასეთ თავდასხმას. რუსეთმა უკვე გააკეთა ეს სირიაში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, რათა დააშინოს უკრაინელი ხალხი, გაანადგუროს ძლიერი წინააღმდეგობა“,– ამბობს ის.

კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებით, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთისთვის ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ღირებულება არ აქვს, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მათი ჯარისკაცების სიცოცხლესაც.

“უკრაინიდან გარდაცვლილთა ცხედრების წაღებაც კი არ სურთ. ისინი ხალხს ხორცად იყენებენ. ეს ყველაფერი ევროკავშირთან საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხდება. და ეს ნიშნავს, რომ ყველა საფრთხე ახლა ძალიან ახლოსაა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კამათობენ უკრაინის შესახებ”,– აღნიშნავს რადას დეპუტატი.

ის მოუწოდებს კანადას, დაეხმაროს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე იმუშაოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჯერ არ არიან პირდაპირ უკრაინაში ჩასულები ხალხის დასახმარებლად.

„წითელი ჯვარი, მაგალითად. ისინი მუშაობენ პოლონეთიდან. კარგია, რა თქმა უნდა, პოლონეთთან მუშაობა, მაგრამ ისინი აქ უნდა იყვნენ, დაეხმარონ აქაურ უკრაინელებს. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში სწირავს საკმარის ფულს ამ ორგანიზაციებს რეალური დახმარების უზრუნველსაყოფად”,– მიმართა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ კანადელ დეპუტატებს.