რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24 ნოემბრის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოკუპირებულ ყირიმში და კიდევ 3 ვოლგოგრადის რეგიონის თავზე.
როგორც რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, აღიკვეთა “კიევის რეჟიმის მცდელობა” განეხორციელებინა “ტერორისტული თავდასხმა” რუსეთის სამიზნეებზე.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.