რუსეთი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი დატოვეს. ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
რუსეთის განმარტებით, ლიმანის დატოვების მიზეზი, უკრაინული ალყაა, რომლის გამოც რუსმა სამხედროებმა “უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს”.
„ალყის საფრთხის გამო მოკავშირეთა ჯარები გამოვიდნენ კრასნი ლიმანიდან და უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს მიუხედავად მტრის (უკრაინის) დანაკარგებისა და მათზე მნიშვნელოვანი უპირატესობისა როგორც ძალების ასევე შეიარაღების კუთხით, მტერმა შემოიყვანა რეზერვები და შეტევა ამ მიმართულებით გააგრძელა“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.