უკრაინული ძალები რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდება. მას შემდეგ, რაც დედაქალაქ კიევზე მიტანილი იერიში უკრაინელებმა მოიგერიეს და რუსულმა ჯარმა უკან დაიხია, მათი მობილიზება ახლა სწორედ ამ ტერიტორიაზე ხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ხუთი კვირის შემდეგ, უკრაინული ქალაქები ნანგრევებად არის ქცეული. ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. ამ ფონზე, ამერიკის დაზვერვა აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი ოფიციალური პირები რუსული ჯარის მოქმედებებზე არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
ზელენკის თქმით, რუსი ჯარის კიევიდან და ჩერნიჰივიდან უკან დახევა უკრაინის შეიარაღებული ძალების და დამცველების დამსახურებაა.
თუმცა, მისივე თქმით, „ვხედავთ რუსეთის ძალების კონცენტრაციის მომატებას დონბასზე ახალი შეტევის მისატანად და ჩვენ ამისთვის ვემზადებით“.
უკრაინის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, რუსულმა ჯარმა აქამდე უკრაინის ვერც ერთი დიდ ქალაქის დაკავება ვერ შეძლო.