“რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში” – ვიოლა ფონ კრამონი

“”რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. ” – ასე ეხმაურება, სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელეობას, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

“რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს 200-წლიანი გამოცდილება იმისთვის, რომ იცოდეს, რომ მოძალადის დამშვიდება არ მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს”, – წერს კრამონი.