რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.
“ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან მოგვარდება”, – თქვა კარასინმა TASS-ის ცნობით.
მისივე განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის “გავრილოვის ღამის” მოვლენების შემდეგ შეწყდა.