ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტები” ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას გამართავენ.
“დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი.
ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.
ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.
სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს!
საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.