რუსული პროპაგანდისტული მედია,”რია ნოვოსტი” აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (აფხაზეთის), ეროვნული გვარდიის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლების მონაწილეობით. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, – ამის შესახებ, “რია ნოვოსტის” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა შს მინისტრმა რობერტ კიუტმა უთხრა.
მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.