„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ერთი სახელმწიფო ისე არ იზრუნებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღეს როდესაც სხვა ქვეყნებს, მათ შორის ძლიერ ქვეყნებს სხვა პრიორიტეტი – რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და მისი შესუსტება უდგათ წინ, როგორ გგონიათ წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ თუ საქართველოს ინტერესებს? დღეს უკვე მსოფლიო ვითარება შეიცვალა და აშშ-ი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებზე წინ საქართველოს რატომ დააყენებს? არც უნდა დააყენოს, ისევე როგორც საქართველომ პირველ ადგილზე ჯერ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესები – ეს არის მთელი მოცემულობა.[…]რუსეთის ფედერაცია რაც უფრო მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას – ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ-ი, ნატო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგორი იქნება?![…] ხომ იცით, ნატოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. ეს წამოცდენაც არ არის და გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც ომის პარტიის ხელმძღვანელებს გააჩნიათ. მათ სურთ ომი უკრაინაში და სურთ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში იყოს.
მეგობრებო, რომ იცოდეთ, აი ეს ხდება – სამწუხაროდ, ნატოს ხელმძღვანელობაც არ მალავს იმას, რომ ქვეყნებმა არჩევანი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ. ესეც გარანტირებული არ არის – არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ ტერიტორიებს დათმობს, ნატოში მიიღებენ. როგორც ნატოს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნები აცხადებენ, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე კონფლიქტის გაყინვა მოხდეს”
აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.