რუსეთი უკრაინაში დამატებით ქვედანაყოფებს გზავნის – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი ახალ  ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით რუსეთის არმია კიევის ოლქში თავის ძალებს აძლიერებს “კიევზე შეტევის და შემდგომი ბლოკირების მიზნით“.

გარდა ამისა, გენშტაბის განცხადებით რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე პირველი სატანკო არმიის და ბალტიის ფლოტის სანაპირო დაცვის ნაწილების გადასროლის პროცესშია.

გენშტაბის ინფორმაციით მარიუპოლის შტურმი გრძელდება, რიგი შეტევებისა მოგერიებულია და რუსეთის არმიას მთლიანობაში წარმატება არ ქონია.