რუსეთი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს“ – ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა

„ზუსტად ახლა, რუსეთი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს“ – ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეოჩართვით გამოჩნდა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, და გამოუთქვას მას მკაცრი პროტესტი, და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თავისი ქვეყნის დედაქალაქში კონსულტაციების გასამართად.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისა და მოვლისთვის“, – დასძინა ზელენსკიმ.