“ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში. ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაში, რომ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას”
აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ეუთოს მინისტერიალზე