რუსეთის არმიაში კორონავირუსი 1254 სამხედროს, სამხედრო სასწავლებელში კი 1228 კურსანტს დაუდგინდა, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში უწყვეტი ტესტირების მანძილზე, მარტიდან სამ მაისამდე პერდიოში, 1254 სამხედროს დაუდგინდა კორონავირუსი. 344 მათგანი თავდაცვის სამინისტროს საავადმყოფოებში გადის მკურნალობას, 375 იზოლაციაში იმყოფება, 13 მათგანი სახლშია იზოლირებული, ხოლო 157 გამოჯანმრთელდა“,-ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 134 687 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1280 ადამიანი ემსხვერპლა.