”რასაკვირველია, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს “შეუმჩნეველი არ დარჩება”.