რუსეთის დუმის 18 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 60 დეპუტატი ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.
ვოლოდინის აცხადებს, რომ დუმის 18-ვე წევრი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.
“კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია”.- მოუწოდა ვოლოდინმა დეპუტატებს.