რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს. მისი თქმით, კლინიკებიდან სახლში გაუშვეს პაციენტები, რომლებსაც ამბულატორიულად მკურნალობა შეუძლიათ რათა კლინიკები მზად იყვნენ დაჭრილების და დაშავებულების მისაღებად.