რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონიდან უკან დახევა დაიწყეს და თუმცა ამას “მანევრს” უწოდებს.
“რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით”, – განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.
გუშინ, 9 ნოემბერს ნოემბერს, რუსეთმა ხერსონის დატოვება გადაწყვიტა. ბრძანება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამერების წინ, რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასცა.
ოკუპირებული ხერსონი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები მიმდინარე ვითარებაში ვეღარ მომარაგდება და იფუნქციონირებს– მოახსენა რუსული არმიის მეთაურმა, სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრის.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება დაიკავონ მომზადებული პოზიციები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას ხელი მოაწერა. საუბარია, კახოვკის, დოლმატოვსკის, გოლაპრისტანის და კრესტოვსკის ადმინისტრაციებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთისთავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. იქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების “სამხრეთის” დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აზოვსტალის აღებას ყველა საშუალებით, მათ შორის საავიაციო ბომბებისა და ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებით.